იტალიელმა ჟურნალისტმა, ლუკა ჩერჩიონემ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აურელიო დე ლაურენტისი თავისი კლუბის ვინგერს არ შესთავაზებს გაუმჯობესებულ კონტრაქტს, მისი წასვლა გარდაუვალი გახდება. იტალიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი შემტევის მიმართ ბარსელონასა და ლივერპულის მხრიდან არსებული ინტერესიც აღნიშნა.
"სკუდეტოს მოგების შემდეგ, ოსიმენს გაუმზადეს 10-მილიონიანი კონტრაქტი, თუმცა ნაპოლის წარმატებაში არანაკლები როლი ითამაშა კვარაცხელიამაც, მაგრამ ის ნაკლებად დაფასებულია. "პარტენოპეი" ხვიჩას სთავაზობს 4.5 მილიონს და თუ ეს არის მათი მაქსიმუმი, სხვა კლუბში გადასვლა კიდევ უფრო რეალური გახდება.
ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ ბარსელონასა და ლივერპულის მხრიდან წამოსულ ინტერესს. იმ შემთხვევაში, თუ "აძური" ქართველ გარემარბს არ შესთავაზებს უკეთეს პირობებს, ის აუცილებლად წავა. "ლურჯებმა" მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მისი შენარჩუნების საკითხს", - განაცხადა ჩერჩიონემ.