ვიქტორ ოსიმენის ნაპოლიდან წასვლა გარდაუვალია. ის იტალიაში ატარებს ბოლო კვირებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სეზონის ბოლოს მოხდება მისი ტრანსფერი პარის სენ-ჟერმენში. ნიგერიელი ფორვარდი საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნებასთან მართლაც ერთ ნაბიჯში იმყოფება.
გარიგების დეტალები ცხადია ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "პარტენოპეის" ყოველწლიური ხელფასი პსჟ-ში 13 მილიონი ევრო იქნება. ამის გარდა, 25-წლის ფორვარდის კონტრაქტში არაერთი ბონუსიც იქნება გათვალისწინებული.
"აძურის" ცხრიანის სახელს უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის გუნდებსაც, თუმცა ეს სატრანსფერო ბრძოლა უდიდესი ალბათობით პარიზმა მოიგო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.