ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად თავისი თანამემამულე, ვინისიუს ჯუნიორი დაასახელა.
"ვფიქრობ, ვინისიუსმა წელს ოქროს ბურთი უნდა მოიგოს. მან საოცრად ითამაშა ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მახსოვს, როგორ ვესაუბრებოდით მას კარიერის საწყის წლებში და იმ გადმოსახედიდან, დღეს ვინისიუსი ბევრად განვითარებულია, ის პროგრესს არ წყვეტს.
ვინიმ რეალის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მგონი, მისი დროც დადგა, რომ ოქროს ბურთი მოიგოს", - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ვინისიუსის ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, ლა ლიგაში კი - 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.