ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი დინამო ბათუმი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ.
ბოლო წლებში, ამ გუნდების დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრო.
34-ე წუთზე ბათუმელთა აფრიკელმა ლეგიონერმა ონორე გომისმა ანგარიში გახსნა. მასპინძლები უპირატესობას მეორე ტაიმშიც ფლობდნენ. 68-ე წუთზე ლევან კუტალიამ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
აღსნიშნავია, რომ დინამო თბილისის რიგებში თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე გამოვიდა.