UFC-ის 306-ე ღონისძიების დაწყების წინ, კომენტარი შონ ო'მალიმ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მისი მოწინააღმდეგე იქნება მერაბ დვალიშვილი, რომელთანაც ბრძოლის შესახებაც ბევრი ითქვა და დაიწერა. შეგახსენებთ, რომ სატიტულო ბრძოლა 15 სექტემბერს გაიმართება.
"დვალიშვილი ნამდვილი კარდიოს მანქანაა. ის არასდროს იღლება და მას კარგი გამძლეობა აქვს. მერაბი ძალიან ნიჭიერიც არის და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ზედიზედ 10 ჩხუბი მოიგო. ის ძალიან, ძალიან სახიფათო მეტოქეა. მინდა გითხრათ, ალჯოსთან მოსამზადებელი კემპი შეიძლება ითქვას, რომ არ გამივლია. უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში ტრავმირებული ვიყავი.
ახლა კი იყო საუკეთესო კემპი, რაც კი ოდესმე მქონია. სავარაუდოდ, სტერლინგს უნდა, რომ მე დვალიშვილის მოვუგო. ეს ალჯოს თავს უკეთ აგრძნობინებს. ვფიქრობ, რომ მერაბსაც გაუხარდა, როცა მე სტერლინგი დავამარცხე, რადგან ასე რომ არ მომხდარიყო, ის ახლაც სატიტულო ბრძოლის მოლოდინში იქნებოდა", - განაცხადა ო'მალიმ.