როგორც ვიცით, უკრაინელი სპორტსმენისთვის 2024 წელი ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ამ სეზონში მან ცნობილი ბრიტანელი მოკრივის - ტაისონ ფიურის დამარცხება შეძლო. უსიკმა მასთან ბრძოლა ორჯერ გამართა და ორივე შეხვედრა მისი გამარჯვებით დასრულდა.
დაახლოებით 1 საათის წინ დამთავრდა Ring Awards-ის დაჯილდოების ცერემონია, სადაც დაუმარცხებელი ათლეტი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად დაასახელეს.
საინტერესოა, როგორ წარიმართება ოლექსანდრ უსიკის კარიერა 2025 წელს და შევძლებთ თუ არა ისეთივე მაღალი დონის შედეგების ნახვას, რომლის ნახვაც გასულ წელს შევძელით.