ფინანსები ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც სამუშაო ჯგუფი განიხილავს. მანჩესტერ იუნაიტედს უკვე აქვს შესაძლებლობა "ოლდ ტრაფორდის" ეტაპობრივი განახლება დააფინანსოს, მაგრამ ახალი არენის აშენებას უფრო დიდი ბიუჯეტი სჭირდება, ეს კი დამფინანსებელი პარტნიორების მხარდაჭერას გულისხმობს.
მანჩესტერ იუნაიტედი დიდი რაოდენობით მიწას ფლობს ოლდ ტრაფორდის მიდამოებში, რომელიც, რეტკლიფის აზრით, აუთვისებელია. ამ ლოკაციაზე ახალი არენის გარდა, შეიძლება განთავსდეს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი, სასტუმრო, პარკინგი და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები.
ლორდ კოუ უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტდა ახალი სტადიონის პროექტის შესასწავლად.









