მილანის ინტერის ყოფილმა მარცხენა მცველმა, ლუჩიანო მარანგონმა ნაპოლის სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "პარტენოპეიმ" დაუშვა შეცდომა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ნოა ოკაფორი მოიყვანა. იტალიური კლუბის სახელს უკავშირებდნენ ქარიმ ადეიემისა და ალეხანდრო გარნაჩოს, მაგრამ "ლურჯებში" შვეიცარელი ვინგერი მივიდა.
"კვარაცხელია წავიდა, მის ნაცვლად კი მივიდა ოკაფორი, რაც ცხადია, შემადგენლობის შესუსტებას ნიშნავს. კონტე ბოლომდე ცდილობდა მის გადარწმუნებას, მაგრამ ხვიჩას წასვლა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ცხადია, მისი წასვლა პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო პრობლემური არის ის, რომ ნაპოლის შემცვლელი არ მოუყვანია.
"პარტენოპეის" მაინც მოუწევს შემადგენლობის გაძლიერება, რადგან მომავალ სეზონში მათ დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოუწევთ. კონტე ამ ყველაფერს აცნობიერებს და დარწმუნებული ვარ ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა განაპირა მცველმა.