ოფიციალურად დადასტურდა, რომ რაფაელ ვარანის მანჩესტერული ისტორია სრულდება, სეზონის ბოლოს 31 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ინგლისურ კლუბს დატოვებს, თანაც უფასოდ. მხარეებმა ახალ კონტრაქტზე მუშაობა არ დაიწყეს, შესაბამისად, ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ვარანი "წითელ ეშმაკებში" რეალ მადრიდიდან 2021 წლის ზაფხულში, €40 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა. ფრანგმა მანჩესტერის მაისურით 93 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც ინგლისის ლიგის თასის მოგებაც მოახერხა.
"ოლდ ტრაფორდზე შევხვდებით, სადაც ერთმანეთს დავემშვიდობებით. ეს ჩემთვის საკმაოდ ემოციური დღე იქნება." - რაფაელ ვარანი.
3 სეზონის განმავლობაში იყო ბევრი ტრავმა და ფორმის დაკარგვა, ვარანის მანჩესტერში ტრანსფერმა, შეიძლება ითქვას, რომ არ გაამართლა და ლოგიკურია, რომ მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.
ფეხბურთელი ზაფხულში ყველა შეთავაზების განხილვას აპირებს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საუდის კლუბები უკვე საქმეში არიან.