ოფიციალურად — რუდ ვან ნისტელროიმ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა! მას შემდეგ, რაც გუნდში რუბენ ამორიმმა დაიწყო მუშაობა, ნიდერლანდელმა დაკავებული პოსტი დატოვა. იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიელი ნისტელროის დიდ პატივს სცემს, ამორიმმა გუნდში თავისი სტაფი მიიყვანა, რის გამოც ნიდერლანდელის ადგილი მანჩესტერ იუნაიტედში აღარ დარჩა.
"მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია დაადასტუროს, რომ რუდ ვან ნისტელროიმ კლუბი დატოვა. რუდი კლუბში ზაფხულში დაბრუნდა და გუნდს ბოლო ოთხი მატჩის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი.
რუდი არის და ყოველთვის იქნება მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა. ჩვენ მადლობელი ვართ მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. რუდისთვის ოლდ ტრაფორდის კარი ყოველთვის ღია იქნება", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ნისტელროის გარდა კლუბი რენე ჰეიკმა, ჯელ ტენ რუველაარმა და პიტერ მორელმაც დატოვეს. "წითელ ეშმაკებში" რუბენ ამორიმის ერა ოფიციალურად დაიწყო.