ოფიციალურად დადასტურდა, რომ კილიან მბაპეს პრეზენტაცია მადრიდის რეალში 16 ივლისს შედგება. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება 80 ათასი მაყურებელი და ყველაფერი დაახლოებით იქნება ისე, როგორც კრიშტიანუ რონალდუს წარდგენის დროს, 2009 წლის ზაფხულში იყო. ფრანგი ფორვარდი დილით გაივლის სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ კი უშუალოდ ღონისძიებაზე გადაერთვება.
სცენაზე ამოვა ფლორენტინო პერესიც, რომელიც "სამეფო კლუბის" ახალწვეულს ცხრანომრიან მაისურს გადასცემს. ის აღნიშნული ნომრით ითამაშებს ერთი სეზონის მანძილზე, შემდეგ კი ლუკა მოდრიჩის 10 ნომერს აიღებს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული პორტუგალიელი ფორვარდიც "ბლანკოსში" გატარებულ სადებიუტო სეზონში ატარებდა 9 ნომერს, რაულ გონსალესის წასვლის შემდეგ კი, მან თავისი საყვარელი 7 ნომერი აიღო.