რამდენიმე კვირის წინ გაუწყეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, გიორგი კოხრეიძის ქუთაისის ტორპედოში გადასვლა გადაწყვეტილი იყო.
ცოტა ხნის წინ კი კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოხრეიძე მომავალი სეზონიდან იმერულ კლუბში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი გასულ სეზონში იბერიას რიგებში გამოდიოდა, სადაც 16 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა მიითვალა და ჩემპიონობა იზეიმა.
კოხრეიძის გარდა, ტორპედომ ზამთარში ლევან ხარაბაძე, პაატა ღუდუშაური და მოჰამედ ჩერიფი დაიმატეს. ასევე, ახალგაზრდა ფეხბურთელები - სოსო კოპალიანი და გლიბ კატკოვი.