ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარიო ბალოტელი, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ჯენოას შეუერთდა. ვეტერანი თავდამსხმელი ახალი გუნდის ღირსებას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიცავს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი ადანა დემირსპორიდან წასვლის შემდეგ, უკლუბოდ იმყოფებოდა.
"გრიფონების" თავდამსხმელი სხვადასხვა დროს თამაშობდა ინტერში, მანჩესტერ სიტიში, მილანში, ლივერპულში, მარსელში და კიდევ რამდენიმე გუნდში. "სუპერმარიო" 2010-2018 წლებში იყო იტალიის ეროვნული გუნდის წევრიც, რომლის შემადგენლობაში მან 36 მატჩში 14 ბურთის გატანა შეძლო.
რაც შეეხება "ლურჯ-წითლების" ამჟამინდელ მდგომარეობას, სერია ა-ში ჩატარებული ცხრა ტურის შემდეგ, აღნიშნული გუნდი ექვსი ქულით მე-18 პოზიციაზე არის. "როსობლუს" ანგარიშზეა მხოლოდ 1 მოგება, მე-2 ტურში, მონცასთან.