მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ახალი ჩემპიონის შემდეგ მოწინააღმდეგედ სწორედ დაღესტნელი მებრძოლი მოიაზრება.
"ო'მალისგან უფრო მეტს ველოდი, დვალიშვილმა კი საქმე კარგად შეასრულა. გილოცავ, ჩემპიონი ხარ! მე ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ. იმედი მაქვს, მერაბი ნამდვილ გამოწვევას არ გაექცევა", - განაცხადა კავკასიელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მებრძოლის ანგარიშზე არის 18 გამარჯვება და არცერთი წაგება. სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მასზე წინ მხოლოდ ქართველი ჩემპიონი და "შუგა" არიან. ნურმაგომედოვის გარდა, ქამრის ახალი მფლობელის შემდეგ მეტოქედ დეივესონ ფიგუეირედოც განიხილება.
აქვე დავამატებთ, "მანქანამ" თავის გზაზე სხვადასხვა დროს დაამარცხა UFC-ის ოთხი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი და ახლა უკვე ო'მალიც.