პრემიერ ლიგის მე-19 ტურის კიდევ ერთი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ნიუკასლი დაუპირისპირდნენ. ედი ჰაუს გუნდმა ფავორიტისის სტატუსი გაამართლა და მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა. სტუმრებმა "წითელი ეშმაკები" უშანსოდ, 0-2 დაამარცხეს.
ნიუკასლმა მეტოქეს საქმე პირველ 20 წუთში მოუმთავრა — თავის გამოჩენა ჯერ ალექსანდერ ისაკმა მოახერხა, შემდეგ კი საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე ჟოელინტონმა გაზარდა.
რუბენ ამორიმის გუნდის კრიზისი გრძელდება. მანჩესტერმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, ხოლო რაც შეეხება ნიუკასლს, "კაჭკაჭები" საოცარ ფორმაში არიან. ედი ჰაუს გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 32 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციამდე აღზევდა.