ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტურნირის მოგება შეძლო. 32 წლის ჩოგბურთელმა სეულში მიმდინარე ჩელენჯერის ფინალში იაპონელი, ტარო დანიელი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა ანგარიშით - 7:5, 6:4.
ტურნირის საპრიზო ფონდი $133 250 დოლარი იყო. ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 254-ე ადგილს იკავებს, თუმცა სეულის ჩელენჯერის მოგების შემდეგ, ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდება.