20 წლის ქართველმა სთრონგმენმა, ნიკა ლეკაიძემ Arnold Classic Europe წარმატებით იასპარეზა და 2024 წლის ევროპის უძლიერესი მამაკაცის აბსოლიტური ტიტული მოიპოვა. მოყვარულ სპორტსმენებს შორის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მადრიდში ჩატარდა.
ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა, 6 მოძრაობიდან 3 მოძრაობა სრული დომინაციით მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ, ნიკა ლეკაიძე მიიწვიეს ისლანდიაში "მაგნუს ვერ მაგნუსონის" პროფესიონალური დონის შეჯიბრზე.