ნიუკასლ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ ვახტანგ სალიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი რამდენიმე დღის ესტუმრა "კაჭკაჭების" ბაზას, სადაც ის ინგლისელ დამრიგებელსაც გაესაუბრა. ქართველი ფორვარდი თავის ახალ კლუბს ზაფხულში შეუერთდება.
"საუბარი მქონდა სალიასთან და მის ოჯახთან. ძალიან კარგი ბიჭი ჩანს, სწორი დამოკიდებულებით. ნიჭიერი ბიჭია, რომელსაც ახალი გამოწვევები და სწავლა სურს", - განაცხადა "ჯორდების" დამრიგებელმა ქართველი ფორვარდის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგმა თბილისის დინამოს შემადგენლობაში ჩაატარა 39 შეხვედრა, რომელშიც გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხებათ "შავ-თეთრებს", პრემიერ ლიგაში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ, ეს გუნდი 35 ქულით მე-5 პოზიციაზე არის.