LaGazzetta.ge გაესაუბრა საქართველოში გახსნილი მილანის ინტერის აკადემიის ტექნიკურ დირექტორს, მარკო მონტის. იტალიელი სელექციონერი შეეხო არაერთ საინტერესო საკითხს, პირველ რიგში, ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და მათთვის პერსპექტიული მომავლის შექმნას.
- როგორ მიმდინარეობს აკადემიის მუშაობა? 3-წლიანი სამუშაო პროცესი, რომ შევაფასოთ.
- მიღწეული შედეგით კმაყოფილები ვართ. 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, კონტრაქტი გავახანგრძლივეთ კიდევ 5 წლით, რაც იმის მანიშნებელია, თუ როგორი ნაყოფიერია ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენთვის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი მსოფლიოში და იმედი მაქვს, რომ შემდეგი 5 წელი, ასევე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
- თქვენი აზრით, რა სხვაობაა თქვენს აკადემიასა და სხვა ქართულ აკადემიებს შორის, საინტერესოს რას სთავაზობთ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს?
- ვთავაზობთ ჩვენს იდეას, რომელიც ახალგაზრდული ფეხბურთის ახალ საფეხურზე აყვანას ეხება. იტალიელი მწვრთნელები, ადგილობრივი მწვრთნელების დახმარებით, ახალგაზრდების განვითარებაზე მუშაობენ, როგორც სპორტული, ისე განათლების თვალსაზრისითაც. ჩვენი მიზანია, რომ აქ მოთამაშე ბავშვი გახდეს არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ მომავალში კარგ ადამიანადაც ჩამოყალიბდეს.
- როგორც გავიგეთ, კიდევ 5 წლით გახანგრძლივდა თქვენი თანამშრომლობა. სამომავლო გეგმების შესახებ რომ ვისაუბროთ.
- ვაგრძელებთ იმ საქმის კეთებას, რომელიც 3 წლის წინ დავიწყეთ. გვაქვს დიდი მოლოდინი და მაღალი სტანდარტი. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის რაღაც, რისი გაუმჯობოსებაც შეიძლება და ყოველდღიურად ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ჩვენი აკადემიის 15-მდე ფეხბურთელია და მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ.
- ინტერის აკადემია საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო და უფრო იზრდება. რომ ვისაუბროთ საქართველოს როლზე, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ინტერის აკადემიის საქართველოს პროექტი?
- საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. როგორც აღვნიშნე, ჩვენი 15-მდე ფეხბურთელი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს. ამ ქვეყანაში ფეხბურთისადმი განსაკუთრებული ინტერესია, ვხედავთ ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს, არსებობს ყველა კომპონენტი იმისთვის, რომ ახალგაზრდები მომავალში კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ.
- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერის კავშირი აკადემიასთან, მწვრთნელებთან, ბავშვებთან, მათ მომზადებასთან?
- ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ გამოვიდეს რაღაც კარგი, ეს კავშირი აუცილებლად უნდა შედგეს. ფეხბურთელის განვითარება ჩვენი საქმის უმთავრესი ამოცანაა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ რამდენიმე მატჩის მოგებაზე, ჩვენი მიზანია მოთამაშე ავიყვანოთ ისეთ დონეზე, რომ მომავალში ის წარმატებული და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე პროფესიონალი გახდეს.
- ინტერის აკადემიის ფეხბურთელებს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უფრო და უფრო ხშირად იძახებენ. ინტერის როლი ქართულ ფეხბურთში - ამის შესახებაც, რომ ვისაუბროთ.
- ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს წარმატების მიღწევაში. მთავარია ხარისხი და საქმისადმი სწორი მიდგომა. ამ ორი ელემენტის შერწყმით მომავალში აუცილებლად დავინახავთ შედეგს, კარგი ფეხბურთელებისა და კარგი მწვრთნელების სახით. ცხადია, არც ადამიანური ფაქტორი გვავიწყდება.
- ქართული ფეხბურთი წარმატებულ გზას აგრძელებს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, უკვე ძალიან ბევრი ფეხბურთელი ხვდება ტოპ ლიგებში, მათ შორის იტალიაში საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობს. ამ ახალგაზრდა თაობაზე რისი თქმა შეგიძლიათ და რას საუბრობენ ზოგადად იტალიაში ქართველი ფეხბურთელების შესახებ?
- საქართველოს უკვე ჰყავს ტოპ ფეხბურთელები და ასევე, არის იმის რესურსი, რომ უმაღლეს დონეზე ავიდნენ ახალბედა, დამწყები ფეხბურთელები. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ ისინი, როგორც იტალიისთვის, ისე ზოგადად, ევროპული ფეხბურთისთვის. ვხედავთ ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელსაც პოტენციალის სრულად წარმოჩენა სჭირდება.
კრიშტიანუ რონალდუს პერსონის გარშემო საუბრები არ სრულდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული თავდამსხმელის ალბათ ყველაზე ცნობილი ქომაგი, პირს მორგანი, რომელმაც Daily Maily-ის ჟურნალისტთან, ოლივერ ჰოლტთან დიალოგში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჰოლტი - "კრიშტიანუ…
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: მანჩესტერ სიტი vs პარი სენ-ჟერმენი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქ…
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…
ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. "ვფიქრობ, მან სიტ…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…