ანტონიო კასანომ ნაპოლისა და კომოს შეხვედრა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს ამჟამინდელმა ლიდერმა სტუმრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა გამოარჩია დავიდ ნერეში და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე მასთან კონკურენცია დადებით გავლენას მოახდენს.
"კონტემ უკანასკნელ ორ თვეში გასწია წარმოუდგენელი სამუშაო და შედეგი სახეზეა - ნაპოლი სკუდეტოს მოპოვების პრეტენდენტებს შორის არის. მინდა გამოვარჩიო ნერეში, რომელიც მოედანზე ატარებს 10 წუთს, მაგრამ ასისტის გარეშე მატჩს არ ამთავრებს. ნახეთ სად ითამაშა მან? სწორედ კვარას მარცხენა ფლანგზე.
არ ვამბობ იმას, რომ "პარტენოპეის" სასტარტოში უნდა იყოს დავიდი, თუმცა ხვიჩას მასთან კონკურენცია ნამდვილად წაადგება. ის გახდება კიდევ უფრო ძლიერი და საშიში. ქართველი ვინგერი ბრაზილიელი შემტევის გვერდით არ მოდუნდება", - განაცხადა რომას ყოფილმა ფორვარდმა.