ბოლო პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს.
ნეიმარის ბარსაში გადასვლა აქტუალური მაშინ გახდება, თუ ის თავის ამჟამინდელ კლუბ სანტოსში მინიმუმ 15 გოლს გაიტანს.
თუმცა ცნობილია ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის პოზიციაც. ფლიკი ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნების წინააღმდეგია.
გერმანელი ფიქრობს, რომ ნეიმარი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გამო ბარსელონას კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. რადგან კატალონელთა თავკაცი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ინტენსიურ ფეხბურთზე აკეთებს.
ასევე, ამჟამად, ნეიმარის დაბრუნების წინადადებას კლუბი ოფიციალურად არ განიხილავს.