ლიონთან მოგებული 2:3 მატჩის შემდეგ კომენტარი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"დღევანდელ შეხვედრაში დამტკიცდა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში. ლივერპული? - თავდაჯერებულები ვართ და ეს გვაძლიერებს. მათთან შესახვედრად მზად ვართ.
მეტოქეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, რადგან 2 ბურთით აგებდა. სამომავლოდ ჩვენთვის ეს გამოცდილება უნდა იყოს, რომ არცერთი წამით არ უნდა მოვეშვათ.
თითქოს, ჩვენ ფორმულა 1-ის მანქანა გვყავს და რაც არ უნდა იყოს, სულ შეტევაში ვართ. ვფიქრობ, ასეთ დროს კონტროლი და სიმშვიდეა ხოლმე საჭირო", - განაცხადა ენრიკემ.