გუშინ ღამით NBA-ის პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც მაყურებელმა კლივლენდ კავალიერსი vs დეტროიტ პისტონსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs ოკლაჰომა სითი თანდერის დაპირისპირებები იხილა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ოკლაჰომა სითი თანდერსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი მეოთხე მატჩშიც დაამარცხა და სერია ანგარიშით 4-0 დახურა.
Crypto.com არენაზე გამართული დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, სადაც ოკლაჰომამ მეტოქე 115-110 დაამარცხა. შევხედრის MVP შაი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 35 ქულა, 1 მოხსნა და 8 პასი იყო.
ოკლაჰომა სითი თანდერის მომდევნო მეტოქე სან ანტონიო სპურსი-მინესოტა ტიმბერვულვზის წყვილში გაირკვევა, სადაც ანგარიში ამ მომენტისთვის 2-2 არის.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ოკლაჰომა სითი თანდერის მატჩის მიმოხილვა
პლეი-ოფის კიდევ ერთი მატჩი კლივლენდში გაიმართა, სადაც ადგილობრივი კავალიერსი დეტროიტ პისტონსს დაუხვდა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა, 2-2.
მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, რომელიც საბოლოო ჯამში 112-103 დასრულდა. პარკეტზე საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც 43 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 2 პასითაც გამოიჩინა თავი.
სერიის მეხუთე მატჩი უკვე დეტროიტში გაიმართება, კერძოდ 14 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე.
კლივლენდ კავალიერსი - დეტროიტ პისტონსის მატჩის მიმოხილვა








