NBA-ის პლეიოფის 1/4 ფინალური ეტაპი დასკვნით ფაზაში შევიდა. გუშინ ღამით მაყურებელმა კიდევ ორი მატჩი იხილა, სადაც ნიუ იორკ ნიქსმა და დენვერ ნაგეთსმა სერიაში დაწინაურება მოახერხეს.
ბოლ არენაზე ნიკოლა იოკიჩის შოუ ვიხილეთ - 29 წლის სერბმა საოცარი მატჩი ჩაატარა: 40 ქულა, 7 მოხსნა და 13 პასი. ნიკოლა უბრალოდ შეუჩერებელი იყო და ნაგეთსის გამარჯვება, დიდწილად, მისი დამსახურებაც იყო. მინესოტა ტიმბერვულვზს კარლ-ენტონი თაუნსმა ულიდერა: 23 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი.
სერიის მე-6 მატჩი კვლავ მინეაპოლისში გაიმართება. შეხვედრა 17 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
სერიაში დაწინაურება ნიუ იორკ ნიქსმაც მოახერხა. მედისონ სქვერ გარდენზე შეკრებილმა მაყურებელმა, საყვარელი გუნდის დომინანტური თამაში იხილა. ტომ ტიბოდეუს გუნდმა ინდიანა პეისერსი ყველა კომპონენტში დაჯაბნა.
მატჩის MVP ჯალენ ბრანსონი გახდა - 27 წლის ამერიკელმა 44 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 7 პასითაც მოამაგარა გუნდელები. ინდიანას პასკალ სიაკამმა ულიდერა: 22 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი.
სერიის მე-6 მატჩი 18 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.
გავლენიანი იტალიური და ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, თუ მანჩესტერ იუნაიტედი მაიკლ კერიკს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებს, ანტონიო კონტე მზადაა "წითელი ეშმაკები“ დაუყოვნებლივ ჩაიბაროს და მუშაობას შეუდგეს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, იტალიელმა ს…
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გალათასარაისთან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, ლამინ იამალმა CBS Sports-თან ისაუბრა. "ტრებლის მოგება? აბსოლუტურად შესაძლებელია, მე ამის მჯერა, რადგან ჩვენ ბარსელონა ვართ. ჩვენ ბარსელონა ვართ და, ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ, შესაბამისად…
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა, სადაც ინტერმა ბრიუგეს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი გმირი ნიკოლო ტრესოლდი გახდა, რომელმაც ინტერს სამი გოლი გაუტანა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა…
ჩემპიონთა ლიგაზე, ატლეტიკო მადრიდთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ლისანდრო მარტინესმა მედიასთან საკმაოდ მკაცრი კომენტარი გააკეთა. "მეტი ინვესტიციის მოლოდინი მქონდა. თუ არაფერი შეიცვლება, მომდევნო სეზონში დიდი პრობლემა გვექნება. მეტი მოლოდინი მაქვს ჩვენი ტექნიკური დირექტორისგან.…
NBA-ში წინასასეზონო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც გუნდები რეგულარულისთვის აქტიურად ემზადებიან. დღეს დილით მორიგი მატჩი ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელიც გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდა და 89:101 დამარცხდა. ლეიკერსის რიგებში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 20…
NBA-ში წინასასეზონო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც გუნდები რეგულარულისთვის აქტიურად ემზადებიან. დღეს დილით მორიგი მატჩი ჩაატარა ორლანდო მეჯიქმა, რომელიც კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდა და 132:116 დამარცხდა. ორლანდოს რიგებში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც პარკეტზე 18:30 წუთი გაატარა.…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის მთავარი მოვლენა - პარი სენ-ჟერმენის სტუმრობა მანჩესტერ სიტისთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. მანჩესტერ სიტი VS პარი სენ-ჟერმენი | 23:00 სეზონის არც თუ ისე დამაჯერებლად დაწყებით, პარი სენ-ჟერმენი ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უ…