NBA-ის პლეიოფის 1/4-ფინალური ეტაპი დაიწყო, სადაც სერიის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დენვერ ნაგეტსი და მინესოტა ტიმბერვულვზი დაუპირისპირდნენ. ბოლ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 99:106.
პირველი მატჩისთვის საკმაოდ თანაბარი დაპირისპირება ვიხილეთ. ოთხივე მეოთხედის განმავლობაში მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის ბოლოსკენ, მინესოტამ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და სერიაშიც დაწინაურდა.
მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა - 22 წლის ამერიკელმა 43 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. დენვერიდან გამორჩული ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 32 ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს.
სერიის მეორე მატჩი ისევ დენვერში გაიმართება - 7 მაისს, თბილისის დროით 06:00 საათზე.
პირს მორგანი - ჟურნალისტი, ვინც წლების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე ცნობილ გულშემატკივრად და დამცველად ჩამოყალიბდა. ასე არ იყო ყოველთვის...2 დეკადის წინ, პორტუგალიელი ფორვარდის მთავარი კრიტიკოსი ნისლიან ალბიონზე სწორედ ინგლისელი რეპორტიორი გახლდათ. The Mail On Sunday-ს…
ლუის ენრიკე მანჩესტერ სიტის გარშემო არსებულ ფინანსურ ბრალდებებს გამოეხმაურა. ტიტულოვანმა მწვრთნელმა წარმატებები უსურვა "ქალაქელებს" და იმედი გამოთქვა, რომ მათთვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. შეგახსენებთ, დღეს, პარიზს ელის გასვლითი შეხვედრა სწორედ ეტიჰადის მკვიდრებთან. "დიდ…
გავლენიანი იტალიური და ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, თუ მანჩესტერ იუნაიტედი მაიკლ კერიკს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებს, ანტონიო კონტე მზადაა "წითელი ეშმაკები“ დაუყოვნებლივ ჩაიბაროს და მუშაობას შეუდგეს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, იტალიელმა ს…
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გალათასარაისთან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, ლამინ იამალმა CBS Sports-თან ისაუბრა. "ტრებლის მოგება? აბსოლუტურად შესაძლებელია, მე ამის მჯერა, რადგან ჩვენ ბარსელონა ვართ. ჩვენ ბარსელონა ვართ და, ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ, შესაბამისად…
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა, სადაც ინტერმა ბრიუგეს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი გმირი ნიკოლო ტრესოლდი გახდა, რომელმაც ინტერს სამი გოლი გაუტანა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა…
ჩემპიონთა ლიგაზე, ატლეტიკო მადრიდთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ლისანდრო მარტინესმა მედიასთან საკმაოდ მკაცრი კომენტარი გააკეთა. "მეტი ინვესტიციის მოლოდინი მქონდა. თუ არაფერი შეიცვლება, მომდევნო სეზონში დიდი პრობლემა გვექნება. მეტი მოლოდინი მაქვს ჩვენი ტექნიკური დირექტორისგან.…
NBA-ში წინასასეზონო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც გუნდები რეგულარულისთვის აქტიურად ემზადებიან. დღეს დილით მორიგი მატჩი ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელიც გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდა და 89:101 დამარცხდა. ლეიკერსის რიგებში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 20…