გუშინ ღამით NBA-ში პლეიოფის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსტონ სელტიკსი - მაიამი ჰიტის მატჩი ვიხილეთ, ხოლო დასავლეთში, ოლაჰომა სიტი თანდერი - ნიუ ორლეანს პელიკანსს შეხვდა.
მაიამიმ შეძლო და სტუმრად ბოსტონი, 101:111 დაამარცხა, ამით კი სერიაში ანაგრიშის გათანაბრება მოახერხა. ერიკ სპოელსტრას ბიჭებმა, საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის ჩემპიონს, გვარიანადაც აჯობეს. მატჩის MVP ჯაილენ ბრაუნი გახდა, რომელმაც ბოსტონს 33 ქულა მოუტანა. რაც შეეხება მაიამიდან საუკეთესო მოთამაშეს, პარკეტზე გამორჩეული ტაილერ ჰერო იყო - 24 ქულა, 5 მოხსნა და 14 პასი.
სერიის მესამე შეხვედრას 28 აპრილს უკვე მაიამი უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.
დასავლეთ კონფერენციაშიც მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, სადაც ოკლაჰომამ პელიკანსთან დამაჯერებლად გაიმარჯვა და სერიაში დიდი უპირატესობაც შეიქმნა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 124:92 დაფიქსრიდა, მარკ დეინოლტის ბიჭებმა საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზეს.
MVP როგორც წინა მატჩში, ახლაც შაი გილგეუს-ალექსანდერი გახდა - კანადელმა საკუთარ გუნდს 33 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი მოუპოვა. პელიკანსიდან გამორჩეული მოთამაშე იონას ვალაჩუნასი იყო: 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი.
სერიის მესამე შეხვედრას უკვე ნიუ ორლენასი უმასპინძლებს. შეხვედრა 27 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის ახალგაზრდული გუნდი დინამო მინსკის ახალგაზრდებს დაუპირისპირდა. მოგეხსენებათ, ორივე შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. პირველი მატჩი მინსკის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული გამოდ…
გალათასარაისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვინგერმა რაფაელ ლეაუმ ოქროს ბურთის ფავორიტზე ისაუბრა. "იმედი მაქვს, ლამინ იამალი ოქროს ბურთს მოიგებს და ბარსელონასთან ერთად ბევრ დიდ ტიტულს მოიპოვებს. ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგებას ყველაზე მეტად იმსახურებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკე…
პირს მორგანი - ჟურნალისტი, ვინც წლების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე ცნობილ გულშემატკივრად და დამცველად ჩამოყალიბდა. ასე არ იყო ყოველთვის...2 დეკადის წინ, პორტუგალიელი ფორვარდის მთავარი კრიტიკოსი ნისლიან ალბიონზე სწორედ ინგლისელი რეპორტიორი გახლდათ. The Mail On Sunday-ს…
ლუის ენრიკე მანჩესტერ სიტის გარშემო არსებულ ფინანსურ ბრალდებებს გამოეხმაურა. ტიტულოვანმა მწვრთნელმა წარმატებები უსურვა "ქალაქელებს" და იმედი გამოთქვა, რომ მათთვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. შეგახსენებთ, დღეს, პარიზს ელის გასვლითი შეხვედრა სწორედ ეტიჰადის მკვიდრებთან. "დიდ…
გავლენიანი იტალიური და ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, თუ მანჩესტერ იუნაიტედი მაიკლ კერიკს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებს, ანტონიო კონტე მზადაა "წითელი ეშმაკები“ დაუყოვნებლივ ჩაიბაროს და მუშაობას შეუდგეს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, იტალიელმა ს…
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გალათასარაისთან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, ლამინ იამალმა CBS Sports-თან ისაუბრა. "ტრებლის მოგება? აბსოლუტურად შესაძლებელია, მე ამის მჯერა, რადგან ჩვენ ბარსელონა ვართ. ჩვენ ბარსელონა ვართ და, ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ, შესაბამისად…
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა, სადაც ინტერმა ბრიუგეს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი გმირი ნიკოლო ტრესოლდი გახდა, რომელმაც ინტერს სამი გოლი გაუტანა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა…