გუშინ ღამით NBA-ის პლეიოფის კიდევ ორი მატჩი გაიმართა, სადაც დალას მავერიქსმა მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვა. ჯეისონ კიდის გუნდმა ლოს ანჯელეს კლიპერსი 114:101 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
დალასის მხრიდან პარკეტზე საუკეთესოები ლუკა დონჩიჩი და კაირი ირვინგი იყვნენ. ამერიკელმა 30 ქულა ჩააგდო, სერბმა მოთამაშემ კი საკუთარ გუნდს 28 ქულა მოუპოვა.
დალას მავერიქსის მომდევნო მეტოქე ოკლაჰომა სიტი თანდერი იქნება. სერია 8 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა კია ცენტრ არენაზე, სადაც ორლანდო მეჯიქმა მძიმე ბრძოლაში მოახერხა და კლივლენდ კავალიერსი დაამარცხა. ტაბლოზე ანგარიში 103:96 დაფიქსირდა. ჩვენ წინ გველოდება მე-7 მატჩი, სადაც საბოლოოდ გაირკვევა ვინ გავა 1/4 ფინალში.
მაყურებელმა საოცარი მატჩი იხილა, პარკეტზე საუკეთესო კი დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც, არც მეტი არც ნაკლები, 50 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 4 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები. ამ გიჟური სტატისტიკის მიუხედავად, კლივლენდმა გამარჯვება მაინც ვერ მოახერხა.
ორლანდო მეჯიქს კვლავ პაოლო ბანკერომ ულიდერა - 27 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი.
სერიის ბოლო მატჩი კლივლენდში გაიმართება - 5 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე.
მანჩესტერ იუნაიტედი ისევ კრიზისშია - ახალ სეზონში გამართულ 9 მატჩში ინგლისის 20-გზის ჩემპიონმა მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა. ის 2 მოგებაც იყო იფსვიჩსა და საბაჰთან, რაც ოპტიმიზმის საფუძველს საერთოდ არ იძლევა. "წითელ ეშმაკთა" ამჟამინდელი თავკაცი, მაიკლ კერიკი ახლოსაა გაშვებასთან, რაც ნიშნა…
იბერიას ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმა სტ.ტრუიდენთან წაგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. "საკმაოდ რთული თამაში გამოდგა, ცუდად დავიწყეთ და სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ პირველივე წუთიდან თამაში მათი დომინირებით წავიდა. რაც არ უნდა ძლიერი გუნდი იყოს, მთელი თამაში კარში რომ ვ…
კონფერენს ლიგის ფაზის პირველ ტურში იბერია სტუმრად სტ.ტრუიდენს დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა. "სამწუხაროდ, წაგება დავიმსახურეთ. ჩვენი გეგმა მაშინ აირია, როცა სწრაფი გოლი გავუშვით და რთული გახდა თამაშშ…
კონფერენს ლიგის ფაზის პირველი ტურის შეხვედრა სტ.ტრუიდენსა და იბერიას შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება იბერიას ცენტრალურმა მცველმა ჩანჩარმა მიიღო, ყველაზე დაბალი კი ამისულაშვილმა. ასეთია ფეხბურთელთა შეფასებები SofaScore-ს მიხედვით:
კონფერენს ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, იბერია სენტ-ტრუიდენს ესტუმრა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა — ანგარიში მე-11 წუთზევანვესემაელმა გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე სებაუიმ შეხვედრას წერტილი დ…
ევროპა ლიგის მე-2 ტურის ადრეული მატჩები დასრულდა. მაყურებლებმა საინტერესო დაპირისპირებები იხილეს, სადაც საკმაოდ ბევრი გოლი გავიდა. პირველ ტურში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, მილანმა ავსტრიაში ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა და ზალცბურგი უშანსოდ გაანადგურა. გამორჩეული პერფორმანსი შე…
დადასტურებულად — ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, გამოცდილი ინგლისელი ფორვარდი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცემა კეინის ბაიერნიდან შესაძლო წასვლის შესახებ წერდა, ი…