NBA-ის პლეიოფის მეორე სუპერფინალისტი ცნობილია: დალას მავერიქსმა მინეოსტა ტიმბერვულვზი მეხუთე შეხვედრაშიც დაამარცხა და სერია 4-1 დახურა. ჯეისონ კიდის გუნდი ფინალში სრულიად ლოგიკურად და დამსახურებულად გავიდა. სერიის ბოლო მატჩი 103:124 დასრულდა.
მატჩის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა. 25 წლის კალათბურთელმა 36 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა შეასრულა და 5 პასითაც გამოირჩა. დალასიდან კარგი მატჩი ჰქონდა კაირი ირვინგსაც, რომელმაც ასევე 36 ქულა ჩააგდო. მინესოტადან საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 28 ქულა მოუპოვა.
დალას მავერიქსი სუპერფინალში დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. "The Mavs" ფინალში ბოლოს 2010/11 სეზონში იყო, როდესაც მაიამი ჰიტთან სერიაში, 2-4 გაიმარჯვეს.
NBA-ის 2023/24 სეზონის სუპერფინალში ერთმანეთს, ბოსტონ სელტიკსი და დალას მავერიქსი დაუპირისპირდებიან. სერია 7 ივნისს, ბოსტონში გაიხსნება.
ჩემპიონთა ლიგაზე, ატლეტიკო მადრიდთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ლისანდრო მარტინესმა მედიასთან საკმაოდ მკაცრი კომენტარი გააკეთა. "მეტი ინვესტიციის მოლოდინი მქონდა. თუ არაფერი შეიცვლება, მომდევნო სეზონში დიდი პრობლემა გვექნება. მეტი მოლოდინი მაქვს ჩვენი ტექნიკური დირექტორისგან.…
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის მთავარი მოვლენა - პარი სენ-ჟერმენის სტუმრობა მანჩესტერ სიტისთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. მანჩესტერ სიტი VS პარი სენ-ჟერმენი | 23:00 სეზონის არც თუ ისე დამაჯერებლად დაწყებით, პარი სენ-ჟერმენი ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უ…
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის სამშაბათის მატჩები. გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა ნაპოლის, მისმა ვილიარეალმა კი ანგარიშით 3:1 მოიგო. ცენტრალურ დუელად შერაცხულ ატლეტიკო მადრიდისა და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრაში მოგება მასპინძლებს დარჩათ. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რო…
კრიშტიანუ რონალდუს პერსონის გარშემო საუბრები არ სრულდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული თავდამსხმელის ალბათ ყველაზე ცნობილი ქომაგი, პირს მორგანი, რომელმაც Daily Maily-ის ჟურნალისტთან, ოლივერ ჰოლტთან დიალოგში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჰოლტი - "კრიშტიანუ…
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: მანჩესტერ სიტი vs პარი სენ-ჟერმენი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქ…
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…