ნაპოლიში მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვლება - კალცონა "პარტენოპეიში" ბრუნდება

გუნდში ფრანჩესკო კალცონა ბრუნდება, ადამიანი, რომელიც ნაპოლისთვის უცხო არაა. 55 წლის იტალიელი სპეციალისტი, ჯერ მაურიციო სარის თანაშემწე იყო ( 2015-2018 წ.წ.), შემდეგ კი ლუჩანო სპალეტისთან ერთად იმუშავა (2021-22 წლების სეზონზე). ამჟამად, ფრანჩესკო სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ფედერაციასთან შეთანხმების საფუძველზე, სეზონის ბოლომდე ორივე პოზიციაზე იმუშავებს.







