სერია ა-ს 21-ე ტურში ნაპოლი ესტუმრა ბერგამოს ატალანტას, რომელიც 3:2 დაამარცხა. ანგარიში გახსნა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, მატეო რეტეგიმ, მაგრამ "პარტენოპეიმ" თამაშში დაბრუნება პირველივე ტაიმში შეძლო. ჩემპიონატის ლიდერის მხრიდან გოლები მატეო პოლიტანომ და სკოტ მაკტომინეიმ გაიტანეს.
შემდეგ იყო ადემოლა ლუკმენის მიერ გამთანაბრებელი ანგარიში, თუმცა შეხვედრის მიწურულს რომელუ ლუკაკუმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. "ლურჯები" აგროვებენ 50 ქულას და პირველ პოზიციაზე რჩებიან. შეგახსენებთ, რომ ეს იყო მათი პირველი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ.