ნაპოლის ოფიციალური ტვიტერ გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას მამას და აგენტს ეხმაურება:
"კვარაცხელიას გარემოცვის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გვინდა ყველას შეგახსენოთ, რომ მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
კვარაცხელია არ იყიდება.
"მოთამაშის აგენტები არ წყვეტენ სად წავა ის, ამას ნაპოლი გადაწყვეტს, რადგან ფეხბურთელს კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი. ამბის დასასრული."
შეგახსენებთ, კვარაცხელიას მამამ და მისმა აგენტმა სულ რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ ხვიჩას ნაპოლის დატოვება სურს.