ზაფხულში ნაპოლიში რომ დიდი ცვლილებები იქნება, ეს უკვე დიდი ხნის წინ დაანონსდა. პირველ რიგში, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, შემდგომი ნაბიჯი კი ტრანსფერები იქნება. "პარტენოპეის" საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და როგორც ახლა ირკვევა, გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც შეიძლება ამ სიაში იყოს.
30 წლის იტალიელი ნაპოლის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. როგორც მასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ჯოვანის ყოველთვის სურდა პრემიერ ლიგაში თამაში, თუმცა ამ მომენტისთვის უცნობია, ინტერესდება თუ არა რომელიმე პრემიერ ლიგური კლუბი, გამოცდილი ფეხბურთელით.
დი ლორენცო ნაპოლიში 2019 წლიდან თამაშობს, რა დროშიც "პარტენოპეის" მაისურით 230 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 36 საგოლე გადაცემაც შეასრულა. დი ლორენცომ ნაპოლისთან ერთად სკუდეტო და იტალიის თასიც მოიგო.