როგორც მოგეხსენებათ, განვლილ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ქართველმა ვინგერმა მონაკოს კარი აიღო. ამის პარალელურად კი ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ ორ მატჩში ქულები დაკარგა. ამ ფაქტს AreaNapoli გამოეხმაურა:
"კვარაცხელია ძოლასა და ფეხბურთში ჩახედულ ბევრ სპეციალისტს ბესტს აგონებს. ნაპოლიმ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ბოლომდე, თუ რა ფეხბურთელი დაკარგა. რაც არ უნდა მოხდეს, "პარტენოპეის" ქომაგები ხვიჩას არასდროს დაივიწყებენ, რადგან ის სასკუდეტო სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გმირი იყო.
ლიგა 1-ის გასულ ტურში ქართველმა შემტევმა ძალიან ლამაზად ითამაშა. მან თავისი უსაზღვრო ნიჭი პარის სენ-ჟერმენის გულშემატკივრებსაც აჩვენა", - წერს იტალიური გამოცემა პსჟ-ს ვინგერის შესახებ.