ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი სტეფან შვოჩი, რომელიც წლების განმავლობაში ნაპოლიში თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს აფასებს.
მოგეხსენებთ, ქართველმა შემტევმა ნაპოლი დატოვა და კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.
"კვარას ეს გადაწყვეტლება არ გამიკვირდა, რადგან მსოფლიო ფეხბურთში ყველაფერი ხდება და რთულია, ასეთ დროს უარი თქვა.
ემოციურად, კვარას გუნდიდან წასვლა რთულია, თუმცა სუფთა ტექნიკურად, ნაპოლიმ ამაზე არ უნდა იდარდოს, მათ ჰყავთ დავიდ ნერეში, რომელიც ასევე ძალიან კარგი ფეხბურთელია", - განაცხადა შვოჩმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდება.