კლუბში კვარაცხელიას დასჯას განიხილავენ იმ რეაქციის გამო, რომელიც მას ბარსელონას წინააღმდეგ მატჩში შეცვლის დროს ჰქონდა. ნაპოლის ახალ მთავარ მწვრთნელს, კალცონას, ხვიჩას ეს დამოკიდებულება არ მოეწონა და შესაბამისად, კლუბი მის შესაძლო დასჯას განიხილავს.
როგორც იტალიურ Il Mattino-ში ვკითხულობთ, ქართველის მსგავსი რეაქცია ახალი არ იყო - ხვიჩამ იგივე მოქმედება ჯენოა-ნაპოლის მატჩის დროსაც გააკეთა, როდესაც ის მატჩის მიმდინარეობისას შეცვალეს.
გუშინდელ ვარჯიშზე კალცონამ ყურადღება გაამახვილა ნაპოლი-ბარსელონას მატჩში მომხდარ ამ მომენტზე: "პირველ რიგში კლუბია მნიშვნელოვანი და შემდეგ ფეხბურთელები".
უახლოეს საათებში გაირკვევა, მოჰყვება თუ არა ქართველის ამ საქციელს რაიმე სახით დასჯა.