ნაპოლის მალე ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება -
ჯოვანი მანასთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს. უახლოეს პერიოდში კი მხარეებს შორის კონტრაქტის გაფორმება იგეგმება. მანა იუვენტუსში 2019 წლიდან მუშაობას. თავიდან ის 19-წლამდე გუნდის მენეჯერი იყო, შემდეგ კი Next Gen-ის (23-წლამდე) გუნდში გადაიყვანეს. მას შემდეგ რაც
კრისტიანო ჯუნტოლიმ იუვენტუსში მუშაობა დაიწყო, ჯოვანი მისი თანაშემწე გახდა.
ნაპოლის სპორტული დირექტორი ახლა მაურო მელუზოა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით კი მაურო კლუბში მუშაობას ერთი წლით ადრე დაასრულებს.
ახალი სპორტული დირექტორის გარდა, ნაპოლი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშიც არის. პირველი სამიზნე კი ვინჩენცო იტალიანოა, რომელიც დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ფიორენტინას დატოვებს. 46 წლის სპეციალისტს "ვიოლასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე არ მუშაობენ.
რაც შეეხება ანტონიო კონტეს, ის კვლავ რჩება აურელიო დე ლაურენტისის ფავორიტ კანდიდატურად, თუმცა 54 წლის სპეციალისტი ისევ იგივე პოზიციაზეა, ამ მომენტისთვის ანტონიო ნაპოლის ვარიანტს არ განიხილავს.