იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ბოლონიას დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა და ულამაზესი საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ნახეთ რა ენერგია მომცა შვილის დაბადებამ? - ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება კონტეს, მისგან ბევრს ვსწავლობ, ვვითარდები და ეს მახარებს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ გამარჯვება", - ამბობს კვარაცხელია.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ სეზონის პირველი გოლი სწორედ თავის ვაჟს, დამიანეს მიუძღვნა.