მაქს ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ბრძოლის შანსს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ალექსანდერ ვოლკანოვსკი იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩემპიონმა ავსტრალიელ ყოფილ ჩემპიონს ერთხელ უკვე მოუგო. რევანშის შესახებ ბევრი ითქვა და როგორც ვხედავთ, ამ ნაბიჯის გადასადგამად თანახმაა როგორც "ელ მატადორი", ისე "დიდებულიც".
"მე სიდნეიში მსურს ბრძოლა, თუმცა მადრიდზეც თანახმა ვარ. იმედია დიდხანს ლოდინი არ მომიწევს. თოფურიამ ესპანეთში ბრძოლა ნამდვილად დაიმსახურა", - განაცხადა 36 წლის ყოფილმა ჩემპიონმა. ქართველი მებრძოლი თავის მხრივ გეგმავს მცირე პაუზის აღებას, 2025 წელს კი სანტიაგო ბერნაბეუზე ჩხუბი მის გეგმებში ნამდვილად შედის.
შეგახსენებთ, რომ ილიამ წუხელ მესამე რაუნდში დაანოკაუტა თავისი ჰავაელი მოწინააღმდეგე, რითაც ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. "ელ მატადორს" ისლამ მახაჩევსა და დიეგო ლოპესთან ჩხუბსაც უწინასწარმეტყველებენ.