ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ მისთვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
"მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ყველაფერს არ ნიშნავს და რაიმეს არ ცვლის. მაგალითად, მე ყველაფერი მოვიგე, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მაინც არ ვარ.
რა თქმა უნდა, მესი გენიოსია, მაგრამ ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე შემდგარი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა", - განაცხადა კაკამ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ და კაკა ერთად მადრიდის რეალში 4 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.