"მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალოსანი სომეხია" — სომხეთში ლალაიანის ჩემპიონობას ზეიმობენ

2015 წლის შემდეგ პირველად, ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია ლაშა ტალახაძეს და შესაბამისად, მძიმე წონაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს.
ტალახაძის არყოფნაში, ჩემპიონობა ვარაზდატ ლალაიანმა იზეიმა და პირველი სომეხი მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა — მან ატაცში და ორჭიდში მოიპოვა ოქროს მედალი.
"მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალოსანი სომეხია. ვარაზდატ ლალაიანმა ჩვენი ოცნება აასრულა და სომხეთის ისტორიაში პირველად, ძალოსნობის მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გვყავს. მან დაამტკიცა, რომ ძალოსნობის სომხური სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა" — განაცხადა სომხეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჰრაჩია როსტომიანმა.








