CIES-იმ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა ათეული დაასახელა. საფეხბურთო ობსერვატორიის არჩევანი არ არის კავშირში Transfermarkt-ის ფასებთან და მსგავსი რეიტინგების შედგენის დროს ეს ორგანიზაცია დამოუკიდებლად მუშაობს. ტოპ 10-ში მოხვდა გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც 37 მილიონით მაიკ მენიოსთან ერთად 9-10 პოზიციებს იყოფს.
ლიდერები კი, 66-66 მილიონით, გრეგორ კობელი და ანატოლი ტრუბინი არიან. რაც შეეხება ქართველ მეკარეს, როგორც ვიცით, ის ვალენსიას დატოვებასთან ახლოს არის. "ღამურების" კარის დარაჯის სახელს მადრიდის ატლეტიკოსა და ლონდონის ტოტენჰემს უკავშირებენ.
ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა სრული 10-ეული ასეთია:
1. გრეგორ კობელი (დორტმუნდი) - 66 მილიონი ევრო
2. ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა) - 66 მილიონი ევრო
3. დიოგო კოშტა (პორტო) - 56 მილიონი ევრო
4. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) - 53 მილიონი ევრო
5. ანდრე ონანა (მანჩესტერი) - 51 მილიონი ევრო
6. ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი) - 47 მილიონი ევრო
7. ედერსონ მორაესი (სიტი) - 43 მილიონი ევრო
8. ანდრეი ლუნინი (რეალი) - 39 მილიონი ევრო
9. მაიკ მენიო (მილანი) - 37 მილიონი ევრო
10. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 37 მილიონი ევრო