მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი — ყველაფერი რაც განახლებული ტურნირის შესახებ უნდა ვიცოდეთ

დარჩენილია ერთი ვაკანტური ადგილი, რომელსაც ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული მიიღებს. ცნობილია ფინალისტების ვინაობა — ბოტაფოგოსა და ატლეტიკო მინეიროს შორის გამარჯვებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს.
ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება, სადაც 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება.
გთავაზობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებმაც ტურნირის საგზური უკვე მოიპოვეს.
ევროპა: რეალ მადრიდი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, პსჟ, პორტო, ინტერი, ატლეტიკო მადრიდი, ზალცბურგი, ბაიერნი, ბენფიკა, დორტმუნდი, იუვენტუსი;
აზია: ალ ჰილალი, ალ აინი, უსლან ჰიუნდაი, ურავა რედ დაიმონდსი;
აფრიკა: ალ აჰლი, ესპერსანსი, ვიდადი, მამელოდი სუნდონსი;
ჩრდილოეთ ამერიკა: ინტერ მაიამი, სიეტლი, მონტერეი, პაჩუკა, ლეონი;
სამხრეთ ამერიკა: ფლამენგო, ფლუმინენსე, პალმეირასი, რივერ პლეიტი, ბოკა ხუნიორსი, ატლეტიკო მინეირო ან ბოტაფოგო;
ოკეანეთი: ოკლენდ სიტი;
ჯგუფებში გუნდები სამ შეხვედრას ჩაატარებენ, საიდანაც პირველ და მეორე ადგილზე გასულები მერვედფინალში ითამაშებენ. 1/8 ფინალიდან ტურნირი პლეი-ოფის სისტემით გაგრძელდება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სტარტს 2025 წლის 15 ივნისს აიღებს, ფინალი კი 13 ივლისს გაიმართება.







