რომას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკუთარი თავი ფორმულა 1-ის მრბოლელს, ფერნანდო ალონსოს, შეადარა. ამის გარდა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთში დაბრუნების დაახლოებითი თარიღიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ "ჯალოროსიში" ის დანიელე დე როსიმ ჩაანაცვლა.
"მუშაობას ზაფხულში დავუბრუნდები. საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობ. როგორ შევაფასებდი ჩემს სამწვრთნელო კარიერას? - ფეხბურთის ფერნანდო ალონსო ვარ. შესაძლოა იყო ისეთი გუნდის მწვრთნელი, რომელსაც არასდროს არაფერი მოუგია, თუმცა ხალხს შენგან სასწაულის ჩადენის მოლოდინი ჰქონდეს. არ მინდა ამის გამეორება, შემდეგი კლუბის არჩევის საკითხს დიდი სიფრთხილით ვუდგები", - განაცხადა "მგლების" ყოფილმა დამრიგებელმა.
აქვე დავამატებთ, ევროპული პრესა "განსაკუთრებულის" სახელს მიუნხენის ბაიერნსა და პარის-სენ ჟერმენს უკავშირებს.