ევროპული საფეხბურთო სამყაროსთვის ყველაზე საკვანძო ეტაპი იწყება, სეზონი დასასრულს უახლოვდება და კლუბებს ურთულესი მატჩები ელოდებათ.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია გასული. 9 და 15 აპრილს პარიზელები ორრაუნდიან დაპირისპირებაში ასტონ ვილას შეხვდებიან.
ამ მატჩებს შორის, პსჟ-ს ლიგა 1-ის შეხვედრა ნანტის წინააღმდეგ ჰქონდა ჩანიშნული. ლუის ენრიკემ თამაშის გადადება ითხოვა, რაზეც თავიდან უარი მიიღო, თუმცა ახლა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩემპიონთა ლიგის გადატვირთული გრაფიკის გამო, პსჟ-სა და ნანტის შეხვედრა 10 დღით გადაიდო და 12 აპრილის ნაცვლად, 22 აპრილს ჩატარდება.
იქამდე კი, პსჟ დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის სტ.ეტიენს დაუპირისპირდება.