სერია ა-ს 29-ე ტურში ტურინის იუვენტუსი სტუმრად ფლორენციის ფიორენტინასთან 0:3 განადგურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბებერმა ქალბატონმა" ბერგამოს ატალანტასთან 4 უპასუხო ბურთი გაუშვა. კალჩოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ამჟამად 52 ქულით მე-5 პოზიციაზე არის.
პრესაშო ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ვიოლასთან" მარცხის შემთხვევაში "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა ტიაგო მოტას დაითხოვდა. იტალიელი დამრიგებლის მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
ფიორენტინა 3:0 იუვენტუსი
გოლები: 1:0 რობინ გოსენსი 15', 2:0 როლანდო მანდრაგორა 18', 3:0 ალბერტ გუდმუნდსონი 53'.