ბარსელონამ ახალი სეზონი კარგად დაიწყო. ჰანსი ფლიკის გუნდმა ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო და ლა ლიგას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. კატალონიელებმა ბოლო ტურში ჟირონას დამარცხება მოახერხეს, ანგარიშით 1:4 — ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა დანი ოლმომ, რომელმაც საკმაოდ ეფექტური გოლის გატანა მოახერხა, თუმცა 61-ე წუთზე, ფლიკს მისი იძულებით შეცვლა მოუწია.
თავიდან როგორც ესპანური პრესა იუწყებოდა, ოლმო მაქსიმუმ 10-14 დღეს გამოტოვებდა, თუმცა როგორც ბარსელონას ოფიციალურ ცნობაში ვკითხულობთ, 26 წლის ფეხბურთელის დაზიანება ბევრად მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც 5 კვირამდე იუქმებს.
ბარსელონაში ტრავმების ეპიდემიაა — დანი ოლმოს გარდა, დაზიანება კიდევ 6 ფეხბურთელს აწუხებს, კერძოდ რონალდ არაუხოს, ანდრეას კრისტენსენს, გავის, მარკ ბერნალს, ფრენკი დე იონგსა და ფერმის ლოპესს.