ლა ლიგაში გამართული მატჩი ვალენსიასა და ოსასუნას შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ორივე გუნდის კართან იყო, გოლი მაინც არ გავიდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ლა ლიგაში კარი მშრალად ზედიზედ მეორედ შეინახა და 2 სეივიც შემოგვთავაზა.
აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა 6.9 შეფასება მიიღო. რაც შეეხება ვალენსიას, გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს და 7 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.