2025 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გამართა მეორე შეხვედრა, ამჯერად ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან, რომელსაც ანგარიშით 40:7 მოუგო. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბორჯღალოსნებმა" შვეიცარი რეკორდული 110:0 გაანადგურეს.
რიჩარდ ქოქრილის გუნდი აგროვებს 10 ქულას და ჯგუფში პირველ პოზიციას იმყარებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართება 16 თებერვალს, მადრიდში, ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი