გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით 31 იანვარს წარდგება.
2023 წელს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. გასულ წელს კი ანასტასიამ კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის მოკლე პროგრამის წარდგენის შემდეგ ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მეცხრე ადგილი დაიკავეს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული წყვილი თავისუფალი პროგრამით 30 იანვარს წარდგება.
30 იანვრიდან ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება ნიკა ეგაძე, 31 იანვრიდან კი სპორტული ცეკვების პროგრამაში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ.









