ლა ლიგის 21-ე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში მიიღო ვალენსია, რომელიც ანგარიშით 7:1 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან დუბლი გაიფორმა ფერმინ ლოპესმა, თითო ბურთი "ღამურების" კარში კი ფრენკი დე იონგმა, ფერან ტორესმა, რაფინია ბელოლიმ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს. ბოლო გოლი სესარ ტარეგამ საკუთარ კარში გაიტანა.
"ბლაუგრანა" აგროვებს 42 ქულას და მესამე ადგილზე რჩება. მადრიდის რეალთან ჩამორჩენა შეადგენს შვიდ ქულას, მადრიდის ატლეტიკოსთან კი ოთხს. რაც შეეხება "ლოს ჩესს", 16 ქულა და მე-19 პოზიცია.